მას ჯერ კიდევ აქვს ისტორიული შანსი არ იყოს დანიშნული პრეზიდენტი და ბერკეტი, რომ მიშა გადარჩეს - ნანუკა ჟორჟოლიანი ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

ჩქარობდნენ იმიტომ, რომ ახალი წელია და აქ უნდა იყოს მიშა, ასე უნდა ბიძინას და ბიძინას თუ უნდა ყველაფერზე მიდიან- ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის გორიდან რუსთავში გადაყვანას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

ის პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართავს გამოიყენოს შანსი, იყოს არა დანიშნული, არამედ არჩეული პრეზიდენტი:

"რამდენადაც შეიძლება უიმედოდ გამოიყურებოდეს ვიღაცისთვის ჩემი განცხადება, მე მაინც მინდა, რომ  სალომე ზურაბიშვილს ვუთხრა, რომ მას აქვს ისტორიული შანსი ჯერ კიდევ, არ იყოს დანიშნული პრეზიდენტი, იყოს არჩეული პრეზიდენტი ყველასი და მინიმუმ ის ბერკეტი აქვს ბიძინასთან განსხვავებით, რომ მიშა ახლა გადარჩეს" ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი