"ოცნების" ერთ-ერთი გათვლა არის ის, რომ მათ უკიდურესად საგანგაშო ქმედებებს რეაქცია არ მოჰყვება - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი გათვლა არის ის, რომ რეაქცია არ მოჰყვება მათ უკიდურესად საგანგაშო მოქმედებებს, რაც ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში - აბსოლუტური უგულებელყოფა სამედიცინო მონაცემების და პირდაპირ სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანება მიზანმიმართული, ყველანაირი წესის დაცვის გარეშე; იმ სამსახურების გაუქმება, რაც მათ არ მოსწონთ; მოსამართლეების ღიად დაანონსებული დევნა და ეს ყველაფერი ხდება ჩქარ-ჩქარა, წინასაახალწლო პერიოდში, რომ ეს ყველაფერი დარჩეს რეაქციის გარეშე".

თქვა პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი