"ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრყობის" | გიორგი მშვენიერაძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

"ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრყობის" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონაუხლების შემდეგ იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ ისაუბრა. მისივე თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს სამართლებრივ მომსახურებასაც გაუწევს. 

"აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით. მას კარგად ესმის და აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზაციასთან დაკავშირებით და აქაური ინსტრუმენტების გამოყენებას გააჩნია საფეხურებრივი მნიშვნელობა, რომ შემდგომ სხვა ინსტანციებში მოხდეს ამის გაგრძელება, მათ შორის იცით, რომ დავათა ნაწილი არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაღებული და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მისი როგორც დაზარალებულის უფლებების კუთხით მუშაობაც, რადგანაც ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრყობის...

ცხადია, ვეცდები, როგორც იურისტმა აღმოვუჩინო სამართლებრივი დახმარება იმ ნაწილებში, რომელთა ნაწილებიც ვფიქრობ, რომ შეიძლება ცალკე ნაწილებად იქნეს გამოყოფილი. მას ამავდროულად ჰყავს ძალიან კარგი იურისტთა ჯგუფი, ადვოკატები, ჩემი კოლეგები, რომლებიც ძალიან კარგად იცავდნენ და სამართლებრივ მომსახურებას უწევდნენ და მათი ძალიან მადლიერია, " - ამბობს მშვენიერაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გვიან ღამით გადაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი