რა გახდა ასპინძაში 46 წლის კაცის მკვლელობის მიზეზი | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მკვლელობა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში - ცნობილი ხდება, რომ მოკლული 46 წლის კაცია. 

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, დანაშაული შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინეს. ცნობილი ხდება, რომ ინციდენტს წინ ავარია უძღოდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მოკლული მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავის ავტომობილს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. მოსახლეობის ცნობით, დაზარალებულმა მის სახლს მიაკვლია. 

კაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით მიაყენეს. ის სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.

ფაქტს ასპინძის პოლიციის რაიონულ სამმართველოსთან ერთად სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო იძიებს. ამ დროისათვის დაკავებული არავინ არის. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი