საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ მოინახულა. ამბობს, რომ ის არის სუსტად, მაგრამ ძალიან მხნედ.
პრეზიდენტი სააკაშვილი და ჩემთვისაც ეს ცხადი იყო, ფიზიკურად არის სუსტად, მაგრამ ის არის ძალიან მხნედ. ამბობს, რომ იბრძოლებს ბოლომდე, იმიტომ რომ აქედან ის გამოვა მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებული. ის ასევე ძალიან ღელავს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც შიმშილობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში. სულ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება წერილი, რომლითაც ის მიმართავს მოშიმშილეებს, პარტიას და წარმოადგენს საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, - ამბობს თინა ბოკუჩავა.