ენმ-ის ოფისთან მოშიმშილეების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება - საავადმყოფოში კიდევ 3 მათგანი გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

შიმშილობის მე-11 დღე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან - პროტესტის მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ბოლო 12 საათის განმავლობაში საავადმყოფოში კიდევ სამი მოშიმშილის გადაყვანა გახდა საჭირო.

მათ ნაწილს უწევს, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა ისინი, ვინც ამ დრომდე რჩებიან პარტიის ოფისთან გაშლილ კარვებში, ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ "ქართული ოცნება" დათმობაზე არ წავა და არ მესამე პრეზიდენტს არ გაათავისუფლებს.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს სხვა ფორმებითაც განაგრძობენ, მათ შორის მასშტაბური საპროტესტო აქციებით.

"პროტესტის ყველა ფორმა და ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ ამ ყველაფრისთვის როგორც რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლობებით, ასევე პარლამენტში. ბრძოლა უნდა იყოს ყველგან, ყველა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიის ჩახშობას დაუკავშირდება, ბრძოლა უნდა იყოს ყველა ინიციატივის წინააღმდეგ, მაგალითად რეგიონებში, სადაც რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მზად ვართ ყველა ბრძოლისთვის", - თქვა ენმ-ის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი