შეუძლებელია "ქართულ ოცნებას" ეს გაუვიდეს - გახარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამოეხმაურა "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, რომელიც "ოცნებამ" უწყების ორი ფუნქციის გაერთიანებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს დაუცველს ტოვებს.

მან ლონდა თოლორაიას და მის გუნდს მადლობა გადაუხადა.

 "მთავრობამ გააუქმა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და ტოვებს მოქალაქეებს დაუცველს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ. შეუძლებელია ქართულ ოცნებას ეს გაუვიდეს", - წერს გახარია. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი პარლამენტმა 30 დეკემბერს დაუჭირა. კანონპროექტი "ოცნებამ" დაჩქარებული წესით განიხილა. ლონდა თოლორაია, ოპოზიცია და არასამთავრობოები ელოდებიან, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი