
სამართალდამცველები არიან მობილიზებული რუსთავის საკრებულოსთან, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს შიდა ტერიტორიაზე არ უშვებენ.
გარეთ დარჩენილი ოპოზიციონერები რამდენიმე საათია ცდილობენ აპარატის უფროსთან დაკავშირებას,თუმცა ის მათ ზარებს არ პასუხობს.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, საახალწლო არდადეგები სხვა სახელმწიფო უწყებებისგან განსხვავებით, რუსთავის საკრებულოში ორი დღით ადრე გამოცხადდა, რის გამოც საკრებულოსთან მისულ ოპოზიციონერებს უსაფრთხოების თანამშრომლები შენობაში არ უშვებენ.