ბათუმის საკრებულოს სხდომა არ ჩაუტარებია - "ოცნების" დეპუტატებმა 13 000 ლარამდე ხელფასი მაინც აიღეს

გამოქვეყნდა:

არაფრის კეთებაში ბათუმში "ოცნების" საკრებულოს წევრებმა ხელფასის სახით 13 ათას ლარამდე მიიღეს - ამის შესახებ განცხადება ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკეთეს.

ენმ-სა და "ლელოს" დეპუტატების თქმით, იმ ფონზე, როცა ბათუმში წელს 1 300-ით მეტი სოციალურად დაუცველი  ოჯახია, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და მისი მოადგილეები ათეულობით ათას ლარს იღებენ. 

"ბათუმის უფუნქციო საკრებულოს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ გაუკეთებია ამ ერთი თვის განმავლობაში, არაფერი საქმე არ ჰქონია, არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადებულან, არც ერთ კომიტეტზე არ გამოცხადებულან, საერთოდ არაფერი არ გაუკეთებიათ და ამ ყველაფერში ფრაქციის თავმჯდომარე აფხაზავამ აიღო 2 900 ლარი ხელფასი, მისმა 5-მა მოადგილემ 2 000-2000 ლარი", - ამბობს რევაზ ხარაზი.

ბათუმის საკრებულო დაახლოებით ერთი თვის წინ შეიკრიბა, თუმცა ამ დრომდე სხდომა არ ჩატარებულა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი