
"პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ტვიტს" ავრცელებს და ასევე წერს, რომ 2021 საქართველოს რთული წელი იყო:
"2021 საქართველოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. დამდეგ შობა-ახალ წელს საქართველოს გადაედგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ და მოეტანოს მეტი ურთიერთგაგება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა." წერს ანა ფოტიგა.
შეგახსენებთ, ანა ფოტიგამ ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა იუსტიციამ მას ციხის საავადმყოფოში შესვლის ნებართვა არ მისცა.