ახალ ზელანდიაში და შობის კუნძულზე 2022 წელს უკვე ზეიმობენ - [VIDEO]

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს ქვეყნების ნაწილში ახალი, 2022 წელი უკვე დადგა. კირიბატი, შობის კუნძულზე ახალ წელს უკვე შეხვდნენ.

 სულ ცოტა ხნის წინ 2022 წლის დადგომა იზეიმეს ახალ ზელანდიაშიც. ოკლენდში, Sky Tower-ზე სპეციალური "განათებების შოუ" გაიმართა ტრადიციული ფოიერვერკების ნაცვლად:

 ავსტრალიაში, მელბურნში მცირე ღონისძიება იმართება ახალი წლის შესახვედრად. ავსტრალიის ნაწილი 2022 წელს 1 საათში ოფიციალურად შეხვდება.

Sky News 

Sky News 

მთელს მსოფლიოში, უამრავმა დიდმა ქალაქმა გააუქმა ან შეამცირა საახალწლო ღონისძიებები.

  • უკვე მეორე წელია, როცა ფოიერვერკების შოუ წელს არ გაიმართება ლონდონში
  • პარიზმა ასევე გააუქმა ფოიერვერკები და ღონისძიება შანზ-ელისეს გამზირზე;
  • ნიუ-იორკში ღონისძიების მასშტაბები შეამცირეს და Times Square-ზე დაგეგმილზე ნაკლები ადამიანი შეიკრიბება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი