
"მიაჩნია, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდება და 2022 წელი საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი იქნება" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ის ექიმი, რომელმაც ხელი მოაწერა მის გადაყვანას, საერთოდ თვალით არ უნახავს, ეტყობა სხვა ექიმებს ვერ მოელაპარაკნენ და სწრაფად, მოტაცებულად უნდოდათ მისი გადაყვანა რუსთავის იზოლატორში. ამიტომ, ვისთანაც მოახერხეს ხელის მოწერა, იმას მოაწერინეს და ადამიანს საერთოდ არც უნახავს მიხეილ სააკაშვილი.
ის იმყოფება ძალიან კარგ პოლიტიკურ ფორმაში, ძალიან საღად აზროვნებს და ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს და იცის სამომავლო გეგმებიც მათ შორის და იცის ეს ბრძოლა როდის და როგორ დაგვირგვინდება და აუცილებლად დაგვირგვინდება მისი და ჩვენი ქვეყნის და ყველა საღად მოაზროვნე
ჩვენი ქვეყნის მოქალაქის გამარჯვებით აუცილებლად.გადმომცა, რომ ყველასთვის მიმელოცა დამდეგი შობა ახალი წრელი და არის ძაან მომართული... 2022 წელი, მას მიაჩნია, რომ იქნება გარდამტეხი საქართველოს ისტორიაში აუცილებლად 2022 წელს სქართველოში მოხდება ძირეული ცვლილებები, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამუდ დაადგეს განვითარების სწორ გზას, - ამბობს კობა ნაყოფია.