ქვეყანაში შევარდნაძის ეპოქა დაბრუნდა, დაიწყო ბიუჯეტის სეკვესტრი და დაიწყო განათლების სისტემით - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 2020 წელს განათლების სექტორს დაფინანსება 127 მილიონი ლარით უმცირდება.
მისი განმარტებით, შემცირება არ შეხებია ადმინისტრაციულ ხარჯებს. დიმიტრი შაშკინი სტუდენტებს მიმართავს, რომ როცა უკანასკნელ თანხას სწავლის საფასურის გადასახდელად ჩარიცხავენ, გაიხსენონ, რომ ხელისუფლებამ მათ მილიონობით ლარი წაართვა.
პანდემიის პირობებში ჰიგიენის მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ნახავთ, რა დღეში არის სკოლების ინფრასტრუქტურა, როდესაც ბავშვები მივლენ სკოლაში. 127 მილიონს ართმევენ განათლების სამინისტროს. დაიწყო ქვეყანაში, რაც შევარდნაძის დროს ყველა ეგონა, რომ დაავიწყდათ, დაიწყო ბიუჯეტის სეკვესტრი, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.