
ინდოეთში, ქალაქ კატრასთან მდებარე მატა ვაიშნო დევის ტაძარში, ჭყლეტას სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღნიშნული ტაძარი ინდოეთში პილიგრიმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. მას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს, თუმცა ახალი წლის ღამეს ადგილზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ჭყლეტა, თუმცა პოლიცია ამბობს, რომ მიზეზი სავარაუდოდ, ტაძარში დაშვებულზე თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობის ადამიანების თავშეყრა გახდა.
შემთხვევას ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.