მავთულხლართებთან მარტო - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე სახელმწიფოს არც წინასაახალწლოდ უზრუნია

გამოქვეყნდა:

ვალია ვანიშვილი ხურვალეთში, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი სახლის უკანასკნელი მეციხოვნეა. იმ დათა პაპას მეუღლე, რომელიც ოკუპაციასთან ბრძოლის ცოცხალ სიმბოლოდ იქცა. ოკუპანტების წინაშე მარტო დარჩენილ მოხუცს წუთითაც არ უფიქრია დათა პაპას დანაბარების დარღვევა - არსად წასულა და არც სახლი დაუტოვებია. 

ზრუნვისა და ყურადღების სანაცვლოდ ვალია ბებო სამოქალაქო აქტივისტებს დათა პაპას დაყენებულ ღვინოს ატანს, რომ როცა ახალ წელს აღნიშნავენ, ახსენონ დათა ვანიშვილიც, კაცი, რომელიც არ შეეგუა ოკუპაციას.

სამოქალაქო აქტივისტები ხურვალეთში მხოლოდ ვალია ვანიშვილს არ ეხმარებიან. ყველა მხრიდან მავთულხლართებით შემოსაზღვრულ სოფელში არის ერთი სახლი - „სახლი საზღვრებს გარეშე“, მოხუცთა თავშესაფარი შიშის ზონაში, სადაც სწორედ მოქალაქეების ყურადღებისა და ზრუნვის დამსახურებით შიში საერთოდ არ იგრძნობა.

სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არავის აქცევს, ვინც საოკუპაციო ზოლთან ახლოს ცხოვრობს, მათ შორის არც ბავშვებს, რომლებიც ყოველდღიური შიშის შეგრძნებით იზრდებიან.

ეს ახალი წელი განსხვავებული იყო, სოფელ ქვემო ჭალის ცენტრში, გვიან ღამით შიშის ზონაში მცხოვრები ბავშვები ერთად შეიკრიბნენ.

ერთადერთი რასაც, ხელისუფლების წარმომადგენლები ახერხებენ გამუდმებული დუმილია, რომლითაც სწირავენ საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. არადა სულ მცირე ძალისხმევის შემთხვევაში დღესასწაულის მოწყობა მავთულხლართების მიღმაც შესაძლებელია.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი