ახალი 2022 წლის დადგომას მსოლფიოს ცენტრად წოდებულ ნიუ იორკში ათასობით ადამიანი "თაიმ სკვერზე" შეხვდა. 1907 წელს დაწყებული ტრადიცია არც წელს დაირღვა და ახალ წელს ამერიკელები და მეგაპოლისის სტუმრები ბროლის ბურთის დაშვებით შეეგებნენ.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იყო, თუმცა გრანდიოზულ ცერემონიას 20 ათასამდე ადამიანი მაინც დაესწრო.
ტრადიციების დაცვით აღნიშნეს ახალი წლის დადგომა ავსტრალიაშიც. ქალაქის მთავარი სანახაობა ჰამორის ხიდზე გაიმართა, საიდანაც 2022 წელს 6 ტონა ფოიერვერკი გაისროლეს. პორტ ჯექსონის სანაპიროზე შეკრებილი ათასობით ადამიანი სანახაობას ელექტრონული მუსიკის ფონზე 12 წუთის განმავლობაში ადევნებდა თვალს.
ახალი წლის დადგომა ბიგ ბენის საათმა ამცნო ბრიტანელებს. მძიმე კოვიდ ვითარების მიუხედავად, ტემზის სანაპიროს ათასობით ლონდონელი და ტურისტი ეწვია. ორგანიზატორებმა ცაში ეროვნული სიმბოლო „ლომი“ გამოსახეს, რასაც ათასობით ადამიანი ოვაციებით შეხვდა.
2022 წელი საფრანგეთისთვის განსაკუთრებული სიახლით დაიწყო. ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად, საფრანგეთი ევროპის საბჭო თავჯდომარე ქვეყანა გახდა და ამის აღსანიშნავად ეიფელის კოშკი ევროკავშირის დროშის ფერებში გაანათეს.
ახალი წელს ათასობით ადამიანი ეიფელის კოშკთან და პარიზის ჭიშკრად წოდებულ ტრიუმფალურ თაღთან შეხვდა. მძიმე კოვიდსიტუაციის გამო, მთავრობამ არაერთი საახალწლო ღონისძიება გააუქმა.
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ერთ ერთი მთავარი სანახაობა დუბაიში გაიმართა. სპარსეთის ყურში გაშენებულ ულამაზეს ქალაქ რას ალ ხაიმაჰში კი ახალი წლის ღამეს 2 გინესის რეკორდი დამყარდა. ორგანიზატორმა 2022 წლის შესახვედრად 1056 მეტრი სიმაღლის კოშკი გაანათეს და დისტანციური მართვის დრონებით ლაზერ შოუ მოაწყვეს.
ბრაზილიაში, კოპაკაბანას სანაპიროზე ათასობით ადამიანი ახალი წლის დადგომას ლათინოამერიკული მუსიკის ფონზე შეხვდა. ფოიერვერკი ორგანიზატორებმა ატლანტის ოკეანიდან გაუშვეს.