
თუ თქვენ არ შეწყვეტთ, მე მომიწევს ასევე შიმშილობის დაწყება და ვერც მე დაგეხმარებით დასუსტებული ამ ბრძოლაში - ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში, რომელიც მან მისი გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილე ადამიანებს გამოუგზავნა:
"ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო, ძალიან ვაფასებ თქვენს თავგანწირვას და გმირობას. მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი, რომელიც თქვენმა უმეტესობამ გაატარა ოჯახებისგან მოშორებით ჩვენს განსაკუთრებულ პოლიტიკურ პოლიტიკურ ოჯახში.
ჩემი თხოვნაა ახლა შეწყვიტოთ შიმშილობა, ყოველი დღე თქვენ ფიზიკურად გასუსტებთ და ეს უნდა სწორედ ოლიგარქს. თქვენ ახლა სასწრაფოდ უნდა მოიყვანოთ წესრიგში თქვენი ჯანმრთელობა და მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის.
თუ თქვენ არ შეწყვეტთ, მე მომიწევს ასევე შიმშილობის დაწყება და ვერც მე დაგეხმარებით დასუსტებული ამ ბრძოლაში. ამიტომ, ჩვენი გარდაუვალი გამარჯვებისთვის გთხოვთ, ახლა მოვითქვათ სული. თქვენ უკვე ყველას აჩვენეთ თქვენი თავდადება, ახლა უკვე გვჭირდება გამარჯვება" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ენმ-ს ოფისთან, კარვებში მოშიმშილეებმა მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, შიმშილობა შეწყვიტეს.