"2022 მისი თავისუფლების და გამარჯვების წელია" - მიხეილ სააკაშვილს ახალი წელი რუსთავის ციხესთან მიულოცეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი 2022 წელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა. ეს პირველი ახალი წელია, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საპატიმროში გაატარა.

რუსთავის მე-12-ე დაწესებულებასთან, მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მისი თანამებრძოლები და გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი.  

მათ მესამე პრეზიდენტს ახალი 2022 წელი ფოიერვერკებითა და  შეძახილებით მიულოცეს. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილე ადამიანებს მიმართვაც გამოუგზავნა და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი