მუდმივი ტესტირება და ჯანდაცვის სისტემის მზაობა - პრემიერი მოსალოდნელ მეორე ტალღაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

სწრაფი ტესტირების შესაძლებლობა და ჯანდაცვის სისტემის მზაობა - პრემიერი ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღასთან გასამკლავებლად საჭირო მეთოდებზე საუბრობს. გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანას მოსამზადებლად 4-5 თვე აქვს.

ეპიდემიას ვმართავთ ჩვენ ვირუსის გავრცელების სისწრაფისა და გეოგრაფიის თვალსაზრისით. თუმცა თუ ჩვენ არ დავალაგეთ და არ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის სწრაფი გამოვლენა, ე.ი. ტესტირების გაკეთების სწრაფი მექანიზმები უნდა იყოს, ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი სკრინინგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს მაღალი რისკის შემცველი წერტილების იმისთვის, რომ ინფიცირების გამოვლენა მოხდეს სწრაფად.

შემდგომ ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ სწრაფად უმკურნალოს ადამიანს და სწრაფად დააბრუნოს ყველა თავის სამუშაო ადგილზე, ფერმერი ბაღში, მუშა ქარხანაში, მეცნიერი ინსტიტუტში, მოსწავლე სკოლაში და საჯარო მოხელე კიდევ იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, იქნება თუ არა მეორე ტალღა, რადგან მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებიც კი ამასთან დაკავშირებულ რისკებზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ. 

ეს უნდა მოვასწროთ 4-5 თვეში, იმისთვის, რომ არავინ არ იცის, სერიოზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ მეცნიერებაში, ხან იძახიან, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან იძახიან არ იქნება მეორე ტალღა. ხან იძახიან, რომ 5 თვეში იქნება ვაქცინა, ხან იძახიან, რომ ვაქცინა ორი წელი არ იქნება, გაურკვევლობა არის, - ამბობს გიორგი გახარია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი