ძლიერი ხანძარი სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობაში | მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებენ

გამოქვეყნდა:

სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში პარლამენტის შენობაში ძლიერი ხანძარია - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა BBC ავრცელებს. 

ცნობილი ხდება, რომ ადგილზე ათობით სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია. 

ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ცა მთლიანად კვამლშია გახვეული, უზარმაზარი ალი კი შენობის სახურავიდან ამოდის. 

BBC-ის ცნობით, ხანძარი არქიეპისკოპოსის, დესმონდ ტუტუს დაკრძალვის ცერემონიიდან, რამდენიმე საათში გაჩნდა. რასობრივი სამართლიანობისთვის მებრძოლი არქიეპისკოპოსი  გუშინ წმინდა გიორგის ტაძარში დაკრძალეს. ტაძარი პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი