საფრანგეთში ახალი წლის ღამეს 874 მანქანა დაწვეს

გამოქვეყნდა:

ახალი წლის ღამეს საფრანგეთში 874 მანქანა დაწვეს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის თქმით, 2021 წელს, გასულ 2020-თან შედარებით, ნაკლები რაოდენობის მაქანა დაწვეს, რაც მისი თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. 

მინისტრის თქმით, დღესასწაულის ღამეს დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში 441 ადამიანი მიიყვანეს. 

CNN-ის ცნობით, მხოლოდ სტრასბურგში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს დაკითხვაზე 31 ადამიანი გადაიყვანეს. მათ შორის 6 არასრულწლოვანი კომენდანტის საათის დარღვევისთვის. დანარჩენები კი მანქანებისა და ურნებისთვის ცეცხლის წაკიდების გამო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 31 დეკემბერს ოთხი პოლიციელი დაშავდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი