ანკლავიდან სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორზე იერიში მიიტანა 

გამოქვეყნდა:

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში ჰამასის სამხედრო პოზიციებზე იერიში მიიტანეს, მას შემდეგ, პალესტილენთა ანკლავიდან რაკეტები იქნა გაშვებული.

თავდასხმა შაბათს 1-ლ იანვარს გვიან ღამით მოხდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ დღეს 2 იანვარს twitter-ზე დაწერა, რომ ისრაელმა, ღაზას სექტორიდან გაშვებული ორი რაკეტის საპასუხოდ, ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას დარტყმა მიაყენა. 

"მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში ახალი წლის აღსაღნიშნავად ფოიერვერკებმა ცა გაანათეს, ღაზიდან სხვა ტიპის გასროლა მოხდა - ტერორისტული სარაკეტო სროლა ისრაელის მიმართულებით. საპასუხოდ, ჩვენ უბრალოდ დავარტყით ჰამასის ობიექტებს ღაზაში, მათ შორის რაკეტების წარმოების ადგილს და სამხედრო პუნქტებს, რომლებიც გამოიყენება ტერორისტული საქმიანობისთვის",-ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

უცნობია, ღაზიდან გასროლილი რაკეტების სამიზნე იყო თუ არა ისრაელი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი