თუ არავის მოუვა აზრად ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, გამოხატვის უფლება გარანტირებულია - პრემიერი 20 ივნისის აქციაზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად" - ეს განცხადება პრემიერმა გიორგი გახარიამ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი გახარიამ „მთავარის“ კითხვაზე, დართავს თუ არა ხელისუფლება აქციის ორგანიზატორებს „გავრილოვის ღამიდან“ ერთი წლის თავზე, პარლამენტთან აქციის გამართვის უფლებას, აღნიშნა, რომ თუ ისინი ყველა წესს დაიცავენ, აქციის ჩატარებას შეძლებენ.

საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად. განსაკუთრებით, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი, არავის არ მოუვა აზრად რაღაც ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული, - ამბობს პრემიერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი