რუსეთმა გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეზე ინფორმაციის მისაწოდებლად სტრასბურგს დამატებით ვადა სთხოვა

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის მონახულების საშუალება წითელ ჯვარს ამ დრომდე არ ეძლევა. საოკუპაციო რეჟიმის "შავ სიაში" შეყვანილი ჩხიკვაძე უკვე 24 დღეა რაც ტყვეობაშია.

წითელი ჯვრის წარმომადგენელებს საოკუპაციო რეჟიმი პასუხობს, რომ მათთან შეხვედრა თავად დაკავებულ ჩხიკვაძეს არ სურს. ამ ფაქტის გამო, ყოფილი ძალოვანის ახლობლები ფიქრობენ, რომ ის წამების მსხვერპლია და ოკუპანტები ამ ფაქტის დამალვას ცდილობენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დათო ქაცარავა ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადები 4 იანვრამდე განუსაზღვრა, მაგრამ რუსეთმა ამ ვადის 20 დღით გახანგრძლივება ითხოვა. 

"მამუკა ჩხიკვაძე თითქმის ერთი თვეა არის გატაცებული, ჩვენ 31 დეკემბერს სტრასბურგიდან მოგვივიდა პასუხი, რომ რუსეთმა მოითხოვა კიდევ დამატებითი 20 დღიანი ვადა დოკუმენტაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ რუსეთი წელავს დროს, გარკვეული მიზეზების გამო. წითელი ჯვარი უკვე მე-3 კვირაა უშედეგოდ ცდილობს მასთან შესვლას",- ამბობს დავით ქაცარავა. 

ყოფილი ძალოვანი 2-თვიან წინასწარ პატიმრობაშია. საოკუპაციო რეჟიმი მამუკა ჩხიკვაძეს არასებული საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერების გადატანასაც ედავებიან. არ არის გამორიცხული, რომ ის ე.წ. სამხედრო დანაშაულისთვისაც გაასამართლონ. 

ცნობისთვის, ჩხიკვაძის გარდა ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე იმყოფება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი