საქართველო ე.წ 3+3-ის ფორმატში შეხვედრას არ დაესწრება - თურქეთში საქართველოს ელჩი 

გამოქვეყნდა:

საქართველო ე.წ. 3+3-ის ფორმატში თურქეთში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქულ გამოცემა Daily sabah-თან განაცხადა

როგორც ჯანჯღავამ აღნიშნა, საქართველო თურქეთსა და აზერბაიჯანს, სტრატეგიულ პარტნიორებად, სომხეთს კი ისტორიულ და კარგ მეზობლად მიიჩნევს - "თუმცა რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული",-თქვა თურქეთში საქართველოს ელჩმა.

ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრა პირველად მოსკოვში 2021 წელს გაიმართა, საქართველო შეხვედრას არც მაშინ დასწრებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი