თუ ტრამპსა და პომპეოს სოლეიმანის მკვლელობისთვის არ გაასამართლებენ, ირანი შურისძიებით იმუქრება

გამოქვეყნდა:

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰამ რაისი, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობიდან 2 წლისთავზე იმუქრება, რომ მუსლიმები შურს იძიებენ, თუ შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ მომპეოს, სოლეიმანის მკვლელობისთვის არ გაასამართლებენ.

"თუ ტრამპი და პომპეო სასამართლოს წინაშე არ წარდგენიან გენერალ სოლეიმანის მკვლელობის კრიმინალური ქმედებისთვის, მუსლიმები ჩვენი წამებულებისთვის შურს იძიებენ",-თქვა ებრაჰიმ რაისიმ 3 იანვარს.

განცხადებამდე, ბაღდადის ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული ორი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გენერალი ყასემ სოლეიმანი, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს. მისმა მკვლელობამ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი