საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის - კელი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი Twitter-ზე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება და წერს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის. 

"მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ყველანაირი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა დაიწყეს ",-წერს იან კელი. 

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით, დღეს 3 იანვარს განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებით "მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას".

ცნობისთვის, 30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქებას მხარი დაუჭირა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

გარდა ამისა, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო კანონპროექტი მოსამართლეების დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით.  ცვლილებების თანახმად, გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი