სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ცეცხლის გაჩენის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ცეცხლის გაჩენის საქმეზე 50 წლამდე კაცი დააკავეს. ხანძარი პარლამენტის შენობაში კვირას, 2 იანვარს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად, ჩამოინგრა სახურავი და ერთი კორპუსის მთელი სართული.

ხანძრის მიზეზები უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში სახანძრო სისტემა არ მუშაობდა და ჩაკეტილი იყო მოწყობილობის სარქველი, საიდანაც ოთახების ჭერზე დამონტაჟებული ცეცხლსაქრობები მარაგდებობდა.

დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი