ისრაელში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ისრაელში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას "Deutsche Welle" ავრცელებს. 

თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ ისრაელის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა, ხოლო ეკიპაჟის მესამე წევრი დაშავდა. 

გამოცემის ცნობით, ვერტმფრენი სავარჯიშო წრთვნის დროს ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ჩამოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო ჯგუფები, მათ შორის ისრაელის სპეციალური ძალების წყალქვეშა მისიების განყოფილება. თუმცა, მათ ვერ შეძლეს ორი პილოტის გადარჩენა, რომლებიც ადგილზე  გარდაცვლილად გამოცხადნენ. 

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის გამო სასწავლო ფრენები დროებით შეწყდა, დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, "AS565 Panther" ვერტმფრენი, რომელიც ცნობილია ისრაელის საჰაერო ძალების მიერ, როგორც "Atalef", ან "bat", არის 25 წლის ვერტმფრენი, რომელსაც შეუძლია, დაჯდეს სარაკეტო ხომალდებზე და გამოიყენება მტრის სანაპირო ზოლის თვალთვალისთვის, საზღვაო სამიზნეების მოსაძებნად და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი