ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 20 ივნისს რუსთაველზე „თავების დათვლა“ იქნება შესაძლებელი, ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინ აღნიშნა, რომ გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წლის შემდეგ რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქციაზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მივლენ.
„ევროპულ საქართველოში“ ირაკლი კობახიძეს მწვავედ აკრიტიკებენ. სერგი კაპანაძის თქმით, პარლამენტის წინ აქციაზე 200-ზე მეტი მოქალაქის ნახვას კობახიძე ნამდვილად შეძლებს.
რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო ნაციონალები იქნებიან. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება გაარტყას კობახიძემ, სულ ასე აცილებს ხოლმე, როდესაც რამე შეფასებას აკეთებს, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციას "200 ნაციონალის შეკრებას" უწოდებს და თავების დათვლას აპირებს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.