ვინ დაუჭერს ოპოზიციიდან მხარს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას - კონსულტაციები დაწყებულია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს. 

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ წინასწარი კონსულტაციები უკვე ჰქონდა ფრაქცია "ლელოსთან" და "სტრატეგია აღმაშენებელთან". მისი თქმით, აპირებს, რომ საკითხზე ყველა ფრაქციას და დამოუკიდებელ დეპუტატს გაესაუბროს.

"ლელო" კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და სამუშაო პროცესში ჩაერთვება.  იგივე პოზიცია აქვს "კანონი და სამართლის" ლიდერს, დამოუკიდებელი დეპუტატ თაკო ჩარკვიანსაც.

რაც შეეხება "გირჩს", იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ "ეს კომისია არ აინტერესებთ", მაგრამ აინტერესებთ კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა. მან საკუთარი წინაპირობა დაასახელა: 

"ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ ინიციატივას იმ შემთხვევაში, თუ როცა ჩვენ დაგვჭირდება, ისინი ჩვენ დაგვიჭერენ მხარს და ამის შესახებ ახლა იტყვიან საჯაროდ. და ასევე იტყვიან, ყოველ შემთხვევაში შეწყდება ტირაჟირება იმის, რომ ჩვენ ვართ რაღაცნაირი არა ოპოზიცია, არამედ "ქართული ოცნების" მეგობარი და ა.შ.", - თქვა ხვიჩიამ.

პარტია "საქართველოსთვის" კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ მუშაობის პროცესში არ ჩაერთვებიან.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი