პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს. გამოსაშვიდობებელ ცერემონიას ცნობილი ადამიანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალაქ ჰიუსტონის მერმა სილვესტრ ტერნერმა 9 ივნისი ოფიციალურად გამოაცხადა ფლოიდის მემორიალურ დღედ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლიციის მიერ აქციები დაშლა გაამართლა და მომიტინგეების გარკვეული ნაწილი ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წევრებად გამოაცხადა. პრეზიდენტის ეს განცხადება გააკრიტიკა ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ და ტრამპი უგუნურ  ადამიანად მოიხსენია.

პრეზიდენტმა ტვიტერზე 75 წლის მოქალაქე, რომელზეც პოლიციამ იძალადა, "ანტიფას" წევრად მოიხსენია. თქვენ ფიქრობთ, რომ სისხლი, რომელიც მას თავიდან მოსდის, დადგმულია? თქვენ დაინახეთ, რომ მან თავი ქვაფენილს დაარტყა, თქვენ ხედავთ სისხლს ქვაფენილზე. როგორი უგუნური, როგორი უპასუხისმგებლო და მდაბიო უნდა იყო. დონალდ ტრამპმა ამ სიტყვებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს, - განაცხადა ენდრიუ ქუომომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი