გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყუპი ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 31 წლის ვანო კუთარაშვილი უკვე გადაყვანილია გლდანის ციხეში.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, პროკურატურა შურისძიების მოტივზე მუშაობს, რასაც დაცვის მხარე გამორიცხავს. ადვოკატი განზრახ მკვლელობის მუხლის შემსუბუქებას მოითხოვს.
ბრალდებულმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა:
"სუფრაზე მოხდა, ერთი ძმა, ანუ გარდაცვლილი გაეხუმრა მეორეს, შესაბამისად ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა სთხოვა, რომ ასე მას ნუ ეხუმრება, ეს ურთიერთშელაპარაკება შემდეგ გადაიზარდა კონფლიქტში და ამ კონფლიქტს მოჰყვა ის, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დაზიანება მიაყენა მას სხეულზე. იგი ცოცხალი იყო, შემდეგ გადაიყვანეს საავადყოფოში და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ იგი გარდაიცვალა. აი ამ ნაწილში იგი აცხადებს, რომ ჩემი მოტივი, რომ ჩემი საკუთარი ტყუპის ცალი ძმა მომეკლა, არ ყოფილა", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, ძმა აღიარებს, რომ სხეულზე დაზიანებები მიაყენა.
ამავე თემაზე: