ნასვამები იყვნენ, მალე რომ წაეყვნათ ალბათ გადარჩებოდა - გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში პირველი იანვრის ღამეს ძმამ ტყუპის ცალი ძმა მოკლა. ოჯახის წევრებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი არ სურს. 

31 წლის ვანო კუთარაშვილმა გიორგი კუთარაშვილს ორი მძიმე ჭრილობა დანით მიაყენა. კაცი დაახლოებით 2 საათში გარდაიცვალა. 

თანასოფლელები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, დაჭრილი კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს, რადგან ოჯახის წევრები ჭრილობებს საგანგაშოდ არ თვლიდნენ, ან ფაქტის გახმაურება არ უნდოდათ.

"ვარაუდით ვამბობთ, რომ ეშველებოდა, რომ თავის დროზე წაყვანათ, ალბათ დამალეს, ან ცდილობდნენ იქნებ ვუშველოთო, მილიციისაც ხო იცით, ერიდებათ. ეგონათ, რომ ალბათ გადარჩებოდა, თორემ რატომ დააგვიანებდნენ", - ამბობს ადგილობრივი.

"გორმედში" ამბობენ, რომ კილინიკაში შეყვანის დროს კაცს დაახლოებით 3 ლიტრი სისხლი უკვე დაკარგული ჰქონდა, მას გული გაუჩერდა და გაწეული დახმარების მიუხედავად პაციენტი ვერ გადაარჩინეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, მუხლი 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი