“ასეთი შეფასების მოსმენა სამწუხაროა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხები. არ მგონია, რომ ეს არის სწორი და არგუმენტირებული. მიუხედავად შეუთანხმებლობისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ზოგადად, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს შემდგომი განვითარებისა და პროგრესისთვის მთავარი ორიენტირია, საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ"
"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში, აშშ-ს საელჩოს განცხადების კომენტირებისას.