საკადრო წმენდის ახალი ტალღა მთავრობაში - ვის დაუდგა წასვლის დრო?

გამოქვეყნდა:

საკადრო წმენდის ახალი ტალღა "ოცნების" მთავრობაში. მინისტრის პორთფელთან დამშვიდობების დრო მოუახლოვდა დავით ზალკალიანს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ პარტნიორებთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობის ფონზე ტოვებს. ის სავარაუდოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი იქნება.

ჯერჯერობთ არ ადასტურებს, თუმცა, სავარაუდოდ, ზალკალიანის უფლებამოსილებას გადაიბარებს მთავრობის მეთაურის ნდობით აღჭურვილი პირი ილია დარჩიაშვილი.

დიპლომატიურ უწყებაში საკადრო გადაადგილება ღარიბაშვილი-კობახიძის დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. კობახიძემ შესაძლოა დარჩიაშვილის კანდიდატურა დაბლოკოს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ​ზალკალიანთან ერთად, თანამდებობას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაც დატოვებს. მას მისივე მოადგილე, ოთარ დანელია შეცვლის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი