
მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ძველი საწვავის ფასი აღადგინეს.
საპროტესტო აქციები ქვეყნის დასავლეთში მანგისთაუს ოლქში, 2 იანვარს, საწვავის ფასის გაძვირების გამო დაიწყო. აქცია სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა, საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნის გარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.
1-ლ იანვარს ყაზახეთში ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა.