კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსს 4 თვის ჩვილი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, ოთხ იანვარს მოხდა.

ბოლო 6 დღეში კლინიკაში ვირუსით ორი ჩვილი გარდაიცვალა.

საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილს პატარას სხვა დაავადებებზე სხვა კლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ის კორონავირუსით დაინფიცირდა და ციციშვილშიც ამის შემდეგ გადაიყვანეს.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს,  ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის  3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი. გარდა ამისა, ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის 159 შემთხვევა დადასტურდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი