ფერმის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ბაბუამ ფონიჭალაში გაათხოვა - ინტერნეტ სივრცე 15 და 16 წლის მოზარდების ნიშნობის ამსახველმა ვიდეოებმა მოიცვა.
ფაქტს ისიც ამძიმებს, რომ ბაბუა, რომელმაც ნიშნობა მოაწყო ფერმის სკოლის დირექტორია. მისი შვილიშვილი ამავე სკოლაში სწავლობს.
შალა ისმაილოვმა დღეს "მთავარ არხს" უთხრა, რომ ნიშნობის ცერემონია არ გამართულა და საჩუქრები გოგომ ბიჭისგან დაბადების დღის გამო მიიღო. მისივე აზრით, ნიშნობა იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი თხოვდება.
გოგოს მამა ამბობს, რომ მისი შვილი ბოლო პერიოდში ბაბუასთან ცხოვრობს და ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა.
ცნობისთვის, კანონის მიხედვით არასრულწლოვნების ქორწინება დასჯადია. უფლებადამცველები მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნების სავარაუდო ქორწინებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს.