
დასუსტებული ჯანმრთელობით მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის ის, რაც სურს მის პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის ბატონ ივანიშვილს - აცხადებს მისი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ურჩევს, არ მიმართოს ისევ შიმშილობას:
დასუსტებული ჯანმრთელობით მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის ის, რაც სურს მის პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის ბატონ ივანიშვილს. ამიტომ ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯად ახლა მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას. ეს ყველაფერი ვუთხარი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. იმედია ამ რჩევას გაითვალისწინებს, რადგან ამით ერთადერთი ვინც ხეირობს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს ჯანმრთელობით დასუსტებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში." განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი ითხოვს ადვოკატებთან და მნახველებთან კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობას კონფიდენციალურობის დაცვით და ექიმების შეშვებას , რომლებსაც უკვე კვირაზე მეტია ამ ნებართვას არ აძლევენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში ის აპირებს პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს. მესამე პრეზიდენტმა ხელისუფლებას ვადა 6 იანვრამდე მისცა.