BBC: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ზღვაში გაუშვა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ზღვაში გაუშვა - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.

BBC-ის ინფორმაციით, რაკეტის გაშვების შესახებ პირველად იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა ოთხშაბათს, მოგვიანებით კი  სამხრეთ კორეის თავდაცვის ორგანოებმაც დაადასტურეს. გაერო ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას უკრძალავს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გასულ თვეში პირობა დადო, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი არასტაბილური სამხედრო მდგომარეობის გამო.

„სამხრეთ კორეისა და აშშ-ის დაზვერვა ერთობლივად აანალიზებენ და შეისწავლიან დამატებით დეტალებს“, - ნათქვამია სეულის გაერთიანებული შტაბის უფროსის (JCS) განცხადებაში.

BBC-ის ინფორმაციით, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტა დაახლოებით 500 კმ-ზე გაუშვეს. 

ცნობისთვის, 2017 წელს ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა Hwasong-15, რაკეტა, რომელმაც პიკს მიაღწია სავარაუდო სიმაღლეზე 4,500 კმ, რითაც წყნარი ოკეანის კუნძულ გუამზე აშშ-ს სამხედრო ბაზები დარტყმის რადიუსის ფარგლებში მოაქცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი