
ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმატიში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი უკიდია, დემონსტრანტები სახელმწიფო უწყებების შტურმზე გადავიდნენ და დაწესებულებებს შეუტიეს. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
საწვავისა და გაზის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მთავრობის გადადგომით დასრულდა, თუმცა ქვეყნის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე ცდილობს სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას.
ის პროცესებს არაფორმალურად მართავს. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო ვითარება, ქუჩებში პატრულირებენ სამართალდამცავები, გათიშულია ინტერნეტი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის სამედიცინო დაწესებულებებს 200-მდე მოქალაქემ და 150-მდე პოლიციელმა მიმართეს.
სულ რამდენიმე წუთის წინ ყაზახურმა მედიამ მოგვაწოდა კადრები სადაც ჩანს, რომ ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს შეუერთდნენ პოლიციელები და სპეც დანიშნულების რაზმის ნაწილი და სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი ერთად მიდიან ქუჩაში დედაქალაქის მთავარი მოედნისკენ.
პროტესტანტებმა სრული კონტროლი დაამყარეს ნურ-სულთანის მერიის შენობაზე და ფაქტობრივად იქ ადმინისტრაცია უკვე აღარ იმყოფება. ასევე ცეცხლი უკიდია მთავარი პროკურატურის შენობას და ბოლო ცნობებით ასევე ცეცხლის ალშია მოქცეული ქვეყნის არაფორმალური მმართველის ნურ-სულთან ნაზარბაევის პარტიის ცენტრალური ოფისიც.
ადგილობრივი ჟურნალისტები მთავარ არხს უყვებიან რომ პოლიტიკური პროცესები იმდენად სწრაფად ვითარდება რომ ხელისუფლება ფაქტობრივად უკვე დამხობილია და ოპოზიციისა და ხალხის მხრიდან კვლავ აქტიურად გრძელდება რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა - დასრულდეს ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ჩამოშორდეს პოლიტიკურ ცხოვრებას და მეორე ეს არის ის რომ ყაზახეთი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდეს.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი, ზურა პეტროსიანი