შეიქმნას ე.წ. შავი სია და შემავალი პირების მიმართ, პარტნიორებმა სანქციები დააწესონ - მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტი უკვე მოინახულა მისმა თანაგუნდელმა, რომან გოცირიძემ. დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა გააჟღერა, რომ შეიქმნას ე.წ. შავი სია, რომელშიც ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც რეპრესიულ პოლიტიკასა და მართლმსაჯულებას ახორციელებს მოქალაქეების მიმართ. 

ამის შემდეგ კი უნდა მიემართოს ელჩებს, რომ ამ სიაში მყოფი პირების მიმართ სანქციები დაწესდეს.

"ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების, და ა.შ. რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს, ეს სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისათვის ცნობადი, უნდა იქნეს მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საელჩოებისადმი, რათა შევზღუდოთ მათი თავისუფალი გადაადგილება ევროპაში თუ ამერიკაში, გარდა სავიზო შეზღუდვებისა სხვა სახის აპრობირებული პერსონალური სანქციები იქნას დაწესებული მათ მიმართ", - თქვა რომან გოცირიძემ.

მისი განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის და შემდეგ ეს სია გადაეცემა საერთაშორისო პარტნიორებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი