"მე ვარ დაობლებული ბავშვის, შვილმკვდარი ბებია"- საკეისროს შემდეგ გარდაცვლილის ოჯახი გამოკითხვაზეა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. დაღუპულის ახლობლები საგამოძიებო ორგანოში, დღეს, მას შემდეგ დაიბარეს, რაც ოჯახმა მომხდარზე მედიასთან ისაუბრა.

სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახმა პოლიციის შენობაში შესვლამდე მედიასთან თქვა, რომ მათი ერთადერთი და მთავარი მოთხოვნაა, გამოძიების დასრულებამდე ყველა იმ ექიმს შეუჩერდეს ლიცენზია, რომელთა სავარაუდო დანაშაულიც, საქმეში იკვეთება.

"მე ვარ დაობლებული ბავშვის, შვილმკვდარი ბებია. ეს არის საშინელი ტრაგედია. ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა. ჩემი შვილის ჩანთაზე ეწერა "ოცნებების ახდენის დროა" და როგორც აუხდა, ვხედავთ. დაისაჯოს ყველა დამნაშავე"- განაცხადა თეა ლატარიამ, გარდაცვლილის დედამ.

 ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი