აბაშის მერი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

საჯარო მოხელეების ჩხუბი აბაშის ცენტრში - არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ქალაქის მოქმედი მერი გიგა გაბლაია და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან მაკალათია ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უთანხმოება სავარაუდო ტენდერებში წილების გადანაწილებას უკავშირდება.

მაკალათია ის პირია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობიდან არჩევიდან 3 კვირაში, 24 დეკემბერს გადადგა და თქვა რომ "ამოწურა თავის თავი". მაშინ ის მოქმედ მერთან ყველანაირ დაპირისპირებას უარყოფდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება აბაშის ცენტრში მოხდა. თავად მაკალათია და გაბლაია ამ ყველაფერს უარყოფენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი