"რაც არ უნდა მოხდეს, მე დედაქალაქში დავრჩები" – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში. ცნობილი ხდება, რომ ნურსულთან ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს და ამ მოვალეობას სწორედ მოქმედი პრეზიდენტი შეასრულებს.
ყაზახეთში ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ წუთებში მმართველი პარტიის ოფისს ცეცხლი უკიდია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ დემონსტრანტებმა ქალაქ ალმატიში ქვეყნის პრეზიდენტის სასახლე შტურმით აიღეს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია რომ ყველა დიდ ქალაქში ისმის სროლის ხმა. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით არიან გარდაცვლილებიც.