ბაღდადში ამერიკელი სამხედროების ბაზაზე თავდასხმა მოხდა

გამოქვეყნდა:

ერაყის დედაქალაქში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა - ინფორაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. ბაზა ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს და იქ ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბაზას 4 რაკეტა ესროლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაღუპულა. ამ დრომდე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ერაყის სამხედრო ძალების ინფორმაციით, დასავლეთ ბაღდადში მათ სარაკეტო დანადგარს მიაკვლიეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი