კლანური დაპირისპირება ქართულ ოცნებაში - მმართველი პარტიის ორმა რეგიონულმა ლიდერმა ფინანსური წყაროები და პოლიტიკური თანამდებობები ვერ გაიყო.
გიგა გაბლაია და ლევან მაკალათია და მათი დაჯგუფებები, აბაშაში უკვე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ქართული ოცნება ამ კონფლიქტს მალავს, მაგრამ ფაქტების უგულებელყოფა შეუძლებელია. დაპირისპირება აბაშაში უკვე იმდენად მწვავეა, რომ საქმის გარჩევები მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში რეგულარულად იმართება, მაგრამ პარტიის ლიდერები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ აბაშის ორი კლანის შერიგებას.