რა როლი ჰქონდათ მშობლებსა და ნათესავებს მოზარდების ქორწინებაში?

გამოქვეყნდა:

არასრულწლოვნების დაქორწინების კიდევ ერთი ფაქტი. სამოქალაქო ორგანიზაციები და პოლიცია ახლა ცდილობენ დაადგინონ რა როლი ჰქონდათ მშობლებსა და ნათესავებს სოფელ ფერმაში მოზარდების ქორწინებაში.

ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე 15 წლის პატარძლის ბაბუაა, რომელიც სკოლის დირექტორია - მისი შვილიშვილი კი ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. უფლებადამცველები ბაბუის დასჯას მოითხოვენ და პარალელურად აკრიტიკებენ პოლიციას, რომელიც არც ამ და არც სხვა მსგავსი საქმეების გამოძიებაში აქტიურობს.

ცნობისთვის, კანონის მიხედვით არასრულწლოვნების ქორწინება დასჯადია. უფლებადამცველები მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნების სავარაუდო ქორწინებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი