
რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, ადამიანები, რომლებიც ირჩევენ, რომ შვილების ნაცვლად შინაური ცხოველები ჰყავდეთ, ეგოისტურად იქცევიან.
პაპმა განცხადება მაშინ გააკეთა, როცა ის ვატიკანში საერთო აუდიენციის დროს დემოგრაფიულ საკითხებზე საუბრობდა.
"დღეს...ჩვენ ვხედავთ ეგოიზმს. ვხედავთ, რომ ზოგს არ უნდა რომ შვილი ჰყავდეს. ხანდახან აჩენენ მხოლოდ ერთს, მაგრამ ჰყავთ ძაღლები და კატები, რომლებიც ბავშვების ადგილს იკავებენ...მამობისა და დედობის უარყოფის შედეგად მცირდება ადამიანების რაოდენობას, კაცობრიობა ქრება",-თქვა მან.
რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ბიოლოგიური მიზეზების გამო ვერ აჩენენ შვილს შვილად აყვანა უნდა განიხილონ, მან წყვილებს მოუწოდა, რომ "არ შეეშინდეთ" გახდნენ მშობლები.